ავტორიზაცია

ჩრ.მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა

ჩრ.მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა დაკავებული თანამდებობა დატოვა
თარიღი 22 ივნ 2021, 17:14

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ, დაკავებული თანამდებობა დატოვა.

ევრო 2020-ზე მის მიერ გაწვრთნილი ნაკრები ისტორიაში პირველად წარსდგა ასეთ დიდ ტურნირზე, თუმცა ასპარეზობა წარუმატებლად, 0 ქულით დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატის (მათთვის) დასრულების შემდეგ, ანგელოვსკიმ დასძინა, რომ გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო გორან პანდევმაც.

ევროპის ჩემპიონატზე მაკედონელთა ჯგუფში უკრაინა, ნიდერლანდები და ავსტრია იყვნენ და გუნდმა სამივე მათგანთან წააგო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ევრო 2020-ზე ერთა ლიგიდან მოხვდა, პლეი-ოფის ფინალში გუნდმა საქართველოს 1:0 მოუგო.