ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტის ერთი წელი დაცდა მოუწევს?

მანჩესტერ სიტის ერთი წელი დაცდა მოუწევს?
თარიღი 22 ივნ 2021, 18:08

„მანჩესტერ სიტი“ „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდის, ჰარი კეინის ტრანსფერზე ფიქრს აგრძელებს.

ESPN-ს ინფორმაციით, „სიტის“ ხელმძღვანელობა ხვდება, რომ 27 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ამ ზაფხულს ძალიან რთული იქნება, რადგან „დეზების“ პრეზიდენტს, დანიელ ლევის, მისი კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით შენარჩუნება სურს.

ამის გამო, მანჩესტერული კლუბი ჰარის შეძენისთვის კიდევ ერთი წლით დაცდასაც არ გამორიცხავს. ასეთი ვარიანტი შესაძლებელი იქნება, თუ კლუბი ამ ზაფხულს მის სათანადო ალტერნატივას ვერ მოიძიებს.

კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია, ძირითად გუნდში კი 2011 წლიდან ასპარეზობს. დასრულებულ სეზონში მან პრემიერ ლიგის 35 მატჩში 23 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „სიტიმ" „ტოტენჰემს" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა - კეინის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო და 3-დან ერთ-ერთი ფეხბურთელი (სტერლინგი, ლაპორტი, ჟესუსი). თუმცა, ლონდონელებმა ეს წინადადება უარით გაისტუმრეს.