ავტორიზაცია

ოფიციალურად: ჩალჰანოღლუ მილანიდან ინტერში გადავიდა

ოფიციალურად: ჩალჰანოღლუ მილანიდან ინტერში გადავიდა
თარიღი 22 ივნ 2021, 20:50

თურქეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჰაკან ჩალჰანოღლუ "ინტერის" ფეხბურთელი გახდა.

როგორც "ნერაძურის" ოფიციალური საიტი იტყობინება, 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდის ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

ცნობისთვის, ჩალჰანოღლუს "მილანთან" კონტრაქტი ერთ კვირაში ეწურება და "ინტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. თურქმა "როსონერისთან" თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა.

2020/21 წლების სეზონში ჩალჰანოღლუმ "მილანის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.