საეჭვო პენალტი და 0:2-დან 2:2 სამ წუთში - ტორპედოს ქამბექი დინამო ბათუმთან [VIDEO]
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ბათუმის "დინამო" ესტუმრა ქუთაისის "ტორპედოს", რომელთან მატჩიც 2:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ფანცულაიას გოლისა და თედორე გრიგალაშვილის ავტოგოლის შემდეგ, აჭარლები იგებდნენ 0:2-ს.
მეორე ტაიმში შედგა იმერელთა ქამბექი - 64-ე წუთზე გაიტანა ოლეგ მამასახლისმა, სამი წუთის შემდეგ კი ფადი ზიდანმა.