ავტორიზაცია

რამოსმა სასურველი გუნდი შეარჩია - ესპანური პრესა

რამოსმა სასურველი გუნდი შეარჩია - ესპანური პრესა
თარიღი 23 ივნ 2021, 10:37

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" გასულ კვირას სერხიო რამოსმა დატოვა. ესპანელი ცენტრალური მცველის სახელს რამდენიმე გრანდს უკავშირებენ.

COPE-ს თუ დავუჯერებთ, თავად "სამეფო კლუბის" ექს-კაპიტანი "პარი სენ-ჟერმენში" მოსალოდნელი გადასვლისკენ იხრება.

იგივე წყაროს ინფორმაციით, "ბლანკოსის" ყოფილმა ოთხიანმა თავის რამდენიმე ექს-თანაგუნდელს ამცნო "პსჟ"-ს ვარიანტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ პარიზელთა გარდა, პირენეელი უკანახაზელის სახელს უკავშირებენ "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედს", "მილანს" და "რომას".

35-წლის ცენტრბექმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" საერთო ჯამში გაატარა 16 წელი და ამ დროის განმავლობაში მან 671 შეხვედრაში 101 გოლი გაიტანა.