ავტორიზაცია

კეინის სიტიში ტრანსფერს სტერლინგი უშლის ხელს

კეინის სიტიში ტრანსფერს სტერლინგი უშლის ხელს
თარიღი 23 ივნ 2021, 12:05

ახაქლი ამბავი არ არის, რომ "მანჩესტერ სიტი" აქტიურად ინტერესდება ლონდონის "ტოტენჰემის" კაპიტნით, ჰარი კეინით.

ESPN-ის თანახმად, ინგლისელი თავდამსხმელის "ქალაქელებში" გადმოსვლა შესაძლოა შეაფერხოს რაფიმ სტერლინგმა, რომელსაც არ სურს საპირისპირო მიმართულებით "ჰოტსპურში" გადასვლა.

ფულის ეკონომიის მიზნით, არაა გამორიცხული, რომ "ლურჯებმა" "დეზების" ლიდერის სანაცვლოდ ინგლისელი ვინგერი დათმონ.

სწორედ ამ გარემოებას ეწინააღმდეგება ხოსეპ გვარდიოლას შეგირდი. უფრო კონკრეტულად კი ბრიტანელ გარემარბს "ეტიჰადის" დატოვება საერთოდ არ სურს.

არაა გამორიცხული, რომ "სპურსის" ათიანის "მან სიტიში" ტრანსფერი შედგეს ერთი წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც კლუბი მის შემცვლელს შეარჩევს.