ავტორიზაცია

ჟირუ და ჩელსის კიდევ ორი ფეხბურთელი, რომელსაც მილანი არ ეშვება

ჟირუ და ჩელსის კიდევ ორი ფეხბურთელი, რომელსაც მილანი არ ეშვება
თარიღი 23 ივნ 2021, 12:16

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "მილანი" არ ეშვება ოლივიე ჟირუს, რომელთანაც რამდენიმე კვირის წინ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

"როსონერის" იმედი აქვს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ფრანგი თავდამსხმელის ტრანსფერი დაიხურება.

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდის გარდა, "შავ-წითლების" სამიზნეშია "არისტოკრატების" კიდევ ორი ფეხბურთელი.

საუბარია ჰაკიმ ზიეჩისა და ტიემუე ბაკაიოკოს შესახებ. შეგახსენებთ, ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი "ეშმაკებში" განათხოვრების წესით უკვე თამაშობდა.

აქვე დავამატებთ, სტეფანო პიოლის გუნდი ცოტა ხნის წინ დატოვა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, რომელიც მეზობელ "ინტერს" შეუერთდა.