ავტორიზაცია

მიზეზი, რის გამოც ჩელსი პსჟ-სთან ჰაკიმისთვის ბრძოლაში მარცხდება

მიზეზი, რის გამოც ჩელსი პსჟ-სთან ჰაკიმისთვის ბრძოლაში მარცხდება
თარიღი 23 ივნ 2021, 12:27

ჯანლუკა დი მარციოს ტვიტერის თანახმად, აშრაფ ჰაკიმისთვის ბრძოლაში ლონდონის "ჩელსის" "პარი სენ-ჟერმენი" ამარცხებს.

საქმე ისაა, რომ მილანის "ინტერისთვის" "არისტოკრატების" სატრანსფერო წინადადებაზე სარფიანი "პსჟ"-ს შემოთავაზება გამოდგა.

"ლურჯებმა" "ნერაძურის" შესთავაზეს 60 მილიონი ევრო და ერთ-ერთი ფეხბურთელი (მარკოს ალონსო, ემერსონ პალმერი, დავიდე ზაპაკოსტა), მაშინ, როდესაც პარიზელები ჩამოდიან 75 მილიონს და დამატებით 5 მილიონს ბონუსის სახით.

იმის გათვალისწინებით, რომ "გველები" დაინტერესებულები არიან კლუბი ხაზინის 80 მილიონი ევროთი შევსებით, "ლურჯ-წითლების" ვარიანტი მათთვის უფრო აქტუალურია.

იგივე წყაროს მტკიცებით, "პარკ დე პრენსის" ბინადრები სიმონე ინძაგის გუნდთან საბოლოო შეთანხმებას მალე მიაღწევენ.