ავტორიზაცია

"მბაპეს პსჟ-დან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი", - ფრანგი ჟურნალისტი

"მბაპეს პსჟ-დან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი", - ფრანგი ჟურნალისტი
თარიღი 23 ივნ 2021, 13:07

RMC Sport-ის ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ, კილიან მბაპეს თაობაზე გაავრცელა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომელიც "პსჟ"-დან წასვლას უკავშირდება.

"ვიცი, რომ მბაპეს პარი სენ-ჟერმენიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ეს არც ისე მარტივია, რადგან პირველ რიგში საჭიროა ისეთი კლუბის პოვნა, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც პსჟ-ს, ისე საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის ფინანსურ მოთხოვნებს.

ამის მიუხედავად, მისი სხვა გუნდში გადასვლა არის პრაქტიკულად გარდაუვალი, რადგან თავისი კლუბის პროექტის წარმატების მას არ სჯერა.

იმ შემთხვევაში, თუ კილიანის წასვლა არ შედგება ამ ზაფხულს, ის პარიზს შემდეგ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

"ლურჯ-წითლებს" ელით ბევრი საქმე, რადგან ასეთი დონის თავდამსხმელის შეცვლა ძალიან რთული იქნება", - განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, "პარკ დე პრენსის" ბინადრები თავიანთ შემტევს აფასებენ 225 მილიონ ევროდ, მის სახელს კი მადრიდის "რეალს" უკავშირებენ.