ავტორიზაცია

მოურინიო: "დე ბრუინთან ერთი სახალისო ისტორია მაკავშირებს"

მოურინიო: "დე ბრუინთან ერთი სახალისო ისტორია მაკავშირებს"
თარიღი 23 ივნ 2021, 13:53

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კევინ დე ბრუინის ლონდონის "ჩელსიდან" წასვლის მომენტი გაიხსენა.

"დე ბრუინი არის საოცარი ფეხბურთელი, დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო და მისი კარიერის სტარტზე, სახალისო ისტორია გადაგხვდა.

იწყებოდა ჩელსის აზიური ტურნე, რომლის დასრულების შემდეგ, ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი განათხოვრების წესით სხვაგან უნდა გადასულიყო.

მან ჩემზე მოახდინა ძალიან კარგი შთაბეჭდილება, რის შედეგადაც მისი სხვა გუნდში გაშვება გადავიფიქრე. პრემიერ ლიგა იყო ახალი დაწყებული და კევინი ხშირ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამიდან შემომყავდა.

მანჩესტერთან შეხვედრის შემდეგ, ის ჩემთან ძირითად შემადგენლობაში თამაშის მოთხოვნით მოვიდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბელგიის ნაკრების ფლეიმეიქერი ბუნდესლიგაში დაბრუნებას აპირებდა.

სასტარტოში თამაშის გარანტია მას ვერ მივეცი და ის რეალურად დაბრუნდა გერმანიის ჩემპიონატში, სადაც გაიბრწყინა კიდეც".

შეგახსენებთ, "არისტოკრატებიდან" წასვლის შემდეგ, 29-წლის გამთამაშებელი გადავიდა "ვოლფსბურგში", შემდეგ კი "მანჩესტერ სიტიში".

კვლავ ერთად, ამჯერად იტალიაში? — მოურინიო რამოსს თავის გუნდში იწვევს