ავტორიზაცია

ჰოლანდისგან თანხმობა მიღებულია - დორტმუნდთან მოლაპარაკებები დაიწყო

ჰოლანდისგან თანხმობა მიღებულია - დორტმუნდთან მოლაპარაკებები დაიწყო
თარიღი 23 ივნ 2021, 16:33

როგორც ჩანს, მადრიდის „რეალს“ თავისი ყურადღება კილიან მბაპედან ერლინგ ჰოლანდზე გადააქვს, რომლისგანაც კლუბმა ტრანსფერზე მწვანე შუქი უკვე მიიღო.

„ბლანკოსისთვის“ პრობლემას გერმანულ კლუბთან შეთანხმება წარმოადგენს, რადგან „დორტმუნდს“ მის სანაცვლოდ საკმაოდ სერიოზული თანხის მიღება სურს - მომავალ ზაფხულს, „ბორუსიადან“ ფეხბურთელის გამოსყიდვა 75 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი და არ არის გამორიცხული, გერმანელებმა წელსვე მოისურვონ მისი უფრო ძვირად გაყიდვა.

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ინფორმაციით, „რეალმა“ „დორტმუნდს“ ჰოლანდის სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ფუტკრებისგან უარი მიიღო, რადგან მის მათ ნორვეგიელის სანაცვლოდ მინიმუმ 150 მილიონი ევროს მიღება სურთ.

გასულ სეზონში „რეალმა“ ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო, ამ ზაფხულს კი მიჯრით დაკარგა ჯერ ზინედინ ზიდანი და შემდეგ, სერხიო რამოსი. ამის გამო, ფლორენტინო პერესი ვარსკვლავურ ტრანსფერს უმიზნებს და არ არის გამორიცხული, ჰოლანდის გადაბირება დაახლოებით 130 მილიონ ევროდ შეძლოს.

თავად ჰოლანდმა „რეალს“ ტრანსფერზე მწვანე უკვე აუნთო, ისევე როგორც მისმა აგენტმა, მინო რაიოლამ. რამდენიმე თვის წინ, ჰოლანდის მამა და რაიოლა ესპანეთში იმყოფებოდნენ, სადაც ჯერ „ბარსელონას“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, შემდეგ კი „რეალის“.

20 წლის ფეხბურთელი „დორტმუნდთან“ 2024 წლამდეა დაკავშირებული. გასულ სეზონშ მან 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ფეხბურთელს არც დიდ მატჩებში უჭირს თავის გამოჩენა - 10 გოლი და 2 ასისტი მან ჩემპიონთა ლიგაზეც მიითვალა, რის გამო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა.