ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩის სათამაშო ფორმა რეალში ყველას ახარებს, ერთი კაცის გარდა - ანჩელოტის დილემა

ლუკა მოდრიჩის სათამაშო ფორმა რეალში ყველას ახარებს, ერთი კაცის გარდა - ანჩელოტის დილემა
თარიღი 23 ივნ 2021, 16:41

ლუკა მოდრიჩის დიდებულმა თამაშმა შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, ოპტიმიზმი ჩაუსახა „რეალ მადრიდთან“ დაკავშირებულ ყველა ადამიანს. ალბათ, ერთის გარდა. 

ხორვატიის ნაკრების კაპიტნის სათამაშო ფორმა მღელვარებას უნდა იწვევდეს „რეალის“ ნორვეგიელი ნახევარმცველისთვის, მარტინ ოდეგორისთვის. არაა გამორიცხული, რომ წინა სეზონის ისტორია განმეორდეს და მოდრიჩმა ოდეგორი მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გარეშე დატოვოს. რის გამოც, ფეხბურთელმა სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „არსენალში“ გაატარა.

როცა ხორვატიას გამარჯვება სჭირდებოდა, მოდრიჩმა გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა, რის ხარჯზეც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ოდეგორი ესპანეთის დედაქალაქში „არსენალში“ იჯარიდან დაბრუნდა და მადრიდელები მის გაყიდვას არ განიხილავენ, მითუმეტეს ზინედინ ზიდანის გაყიდვის შემდეგ, რომელიც ნორვეგიელს საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა.

კლუბს იმედი აქვს, რომ კარლო ანჩელოტი მარტინ ოდეგორს დაუბრუნებს იმ ფორმას, როგორშიც ის „სოსიედადში“ 2019/20-სეზონის დროს იყო. თუმცა, ეს მარტივი არ იქნება იმის ფონზე, რომ მოდრიჩმა გუნდთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა - კლუბმა ის ახალი ხელშეკრულებით წინა სეზონში ნაჩვენები თამაშისთვის დააჯილდოვა.

იტალიელ სპეციალისტს დილემასთან გამკლავება მოუწევს - მისცეს საჭირო შანსი ოდეგორს, მაგრამ ასევე ბალანსი დაიცვას და ქარს არ გაატანოს ის სათამაშო ფორმა და კონდიციები, რომელშიც მოდრიჩი იმყოფება.

2020 წლის 14 ივნისს, მოდრიჩმა კოვიდ19-ის კარანტინის შემდეგ პირველი მატჩი „ელჩესთან“ სასტარტოში დაიწყო. 2021 წლის 22 ივნისს, მან ევრო 2020-ზე ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოახერხა სასტარტოში მოხვედრა. ამ ერთწლიან მონაკვეთში, 35 წლის ფეხბურთელმა „რეალის“ და ხორვატიის ნაკრების მაისურებით 72 (!!!) მატჩი ჩაატარა.

ვეტერანი მეორე ახალგაზრდობას განიცდის. მან ხორვატიის ნაკრების ბოლო 16 მატჩიდან 14-ში 90 წუთი ითამაშა (ორი გამონაკლისი - ამხანაგურები იყო). „რეალში“ კი ბოლო 64 მატჩიდან 58-ჯერ გაატარა მინდორზე მთელი მატჩი.

ყველაფერთან ერთად, ლუკა მოდრიჩი შეუერთდა „რეალის“ იმ ფეხბურთელთა სიას, ვინც 35 წლის შემდეგ გუნდის მაისურით ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა. ამ ეტაპზე, ამ მაჩვენებელს მეკარე პაკო ბუიო იკავებს 160 მატჩით, ხორვატი კი ამ ეტაპზე 48 თამაშით მეშვიდე პოზიციას იკავებს.