ავტორიზაცია

უსმან დემბელეს ტრავმის გამო, ბარსელონა კომპენსაციას მიიღებს - რამდენი ეკუთვნის კატალონიურ გუნდს?

უსმან დემბელეს ტრავმის გამო, ბარსელონა კომპენსაციას მიიღებს - რამდენი ეკუთვნის კატალონიურ გუნდს?
თარიღი 23 ივნ 2021, 18:33

როგორც იცით, უსმან დემბელემ ევროპის ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო და დაახლოებით 4 თვე მოუწევს უქმედ ყოფნა.

ფიფას მიერ დადგენილი ახალი წესებით, თუ ფეხბურთელი ნაკრებში ყოფნის დროს ხანგრძლივ ტრავმას მიიღებს, მის მფლობელ კლუბს საამისოდ კომპენსაცია ეკუთვნის.

ამრიგად, გამომდინარე იქიდან, რომ დემბელეს 4 თვე გაუცდება, „ბარსელონა“ კომპენსაციის სახით ფიფასგან 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მაქსიმალური თანხა, რომლის მიღებაც შესაძლებელია - 7.5 მილიონი ევროა, რომელსაც ფიფა ერთის გამოტოვების შედეგად იხდის.

ტრავმის მინიმალური ვადა, რომელიც კომპენსაციას ითვალისწინებს - 28 დღეა. ამაზე ნაკლები დღით დაშავების შემთხვევაში, ორგანიზაცია კლუბებს ფულს არ გადაუხდის.