ავტორიზაცია

ინტერმა ლუკაკუს დუბლიორი ნაპოლიში იპოვნა

ინტერმა ლუკაკუს დუბლიორი ნაპოლიში იპოვნა
თარიღი 23 ივნ 2021, 18:37

„ნაპოლის“ ფორვარდმა ანდრეა პეტანიამ, კარიერა შესაძლოა მილანის „ინტერში“ გააგრძელოს.

FCInternews.it-ის ინფორმაციით, „ნერაძურის“ წარმომადგენლები პეტანიას აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ და „სან-სიროზე“ პოტენციური გადაბარგებაც განიხილეს.

„ინტერი“ ფიქრობს, რომ ანდრეა რომელუ ლუკაკუს დუბლიორის როლს იდეალურად მოირგებდა. ცნობისთვის, ის არც „ნაპოლიში“ მოიაზრება ძირითადის ფორვარდად.

გასულ სეზონში პეტანიამ „ნაპოლის“ მაისურით 26 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.