ავტორიზაცია

ალეგრის დიბალას დარჩენის ეიმედება

ალეგრის დიბალას დარჩენის ეიმედება
თარიღი 23 ივნ 2021, 18:39

„იუვენტუსი“ პაულო დიბალასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს.

ჟურნალისტ რომეო აგრესტის ინფორმაციით, „იუვეში“ დაბრუნებულ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ეიმედება, რომ დიბალასთან ტურინში თანამშრომლობას გააგრძელებს. მეტიც, იტალიელი სპეციალისტი არგენტინელ შემტევზე ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში აკეთებს ფსონს.

ცნობისთვის, დიბალას „იუვესთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან. ძირითადი მიზეზი უთანხმოების - ფინანსური მხარეა. 

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკებენ, „იუვენტუსი“ დიბალას გაყიდვას შეეცდება, რათა მომავალ ზაფხულს უფასოდ არ დაკარგოს.