ავტორიზაცია

სერხიო რამოსმა რეალის 3 ფეხბურთელს უთხრა, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას

სერხიო რამოსმა რეალის 3 ფეხბურთელს უთხრა, თუ რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას
თარიღი 23 ივნ 2021, 18:51

ესპანური გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ყოფილ კაპიტანს, სერხიო რამოსს, ახალი გუნდი უკვე შერჩეული აქვს.

როგორც ზემოთხსენებული გამოცემა იტყობინება, სერხიო რამოსმა „რეალის“ სამ ფეხბურთელს უთხრა, რომ კარიერას, უდიდესი ალბათობით, ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

ჯერჯერობით, ამის შესახებ მხოლოდ ეს ერთი, მაგრამ საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა წერს. თუმცა, „პსჟ-ს“ გარდა რამოსზე პრეტენზიას ინგლისური გრანდებიც აცხადებენ, კერძოდ იწერება ორივე მანჩესტერული კლუბის და „ჩელსის“ ინტერესზე.

შეგახსენებთ, რომ სერხიო რამოსმა მადრიდის „რეალი“ 16-წლიანი კარიერის შემდეგ, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს თვეების მანძილზე აწარმოებდნენ, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ.