ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ჩვენი ჩემპიონატის დანაკარგის ნახევარი ბარსელონაზე მოდის"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ჩვენი ჩემპიონატის დანაკარგის ნახევარი ბარსელონაზე მოდის"
თარიღი 23 Jun 2021, 19:56

პრიმერა დივიზიონის პრეზიდენტმა, ხაბიერ ტებასმა, კლუბების კორონავირუსით დაკავშირებულ დანაკარგებზე ისაუბრა.

„ჩვენი ლიგის ფინანსური ზარალის ნახევარი „ბარსელონაზე“ მოდის - ეს 700 ათას ევროს აღემატება. თითქმის ყველაფერი პანდემიას უკავშირდება, თუმცა არიან კლუბები, რომლებიც ფინანსურ კრიზისს უფრო მარტივად გაუმკლავდნენ.

„რეალმა“ უდიდესი შრომა გასწია, რომ მათი დანაკარგი მინიმალური ყოფილიყო და შეიძლება ითქვას, რომ ეს კლუბი პანდემიას საუცხოოდ გაუმკლავდა. ეჭვგარეშეა, რომ მადრიდელებმა ეს ევროპაში ყველაზე კარგად გააკეთეს. თუმცა, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამაც გამონახა სწორი გზა.

„ბარსას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობა, თავისი გამოცდილების ხარჯზე, ბევრს შრომობს, რომ კლუბში ხელფასების ზღვარი შეამციროს.“ - ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.