ავტორიზაცია

უეფამ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

უეფამ ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თარიღი 23 ივნ 2021, 20:12

უეფამ ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საკითხში გამოძიების დასაწყებად ეთიკისა და დისციპლინის ინსპექტორი დაიქირავა.

გამოძიება უკავშირდება სავარაუდო მიუღებელ ქცევას და უეფას პროტოკოლის დარღვევას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთელებმა კორონავირუსზე ტესტირების დროს ჩაიდინეს. ცნობისთვის, ტესტირება 19 ივნისს, ამსტერდამში გაიმართა.

ჯერჯერობით უცნობია, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, თუ რა სასჯელი ემუქრება ჩრდილოეთ მაკედონიას და მის ფეხბურთის ფედერაციას.

შეგახსენებთ, რომ ჩრ.მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვა, C ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს დაემშვიდობა.