ავტორიზაცია

შეთანხმება ახლოვდება - იუნაიტედი სანჩოს შეძენასთან ერთ ნაბიჯშია

შეთანხმება ახლოვდება - იუნაიტედი სანჩოს შეძენასთან ერთ ნაბიჯშია
თარიღი 23 ივნ 2021, 21:10

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და „ბორუსია დორტმუნდმა“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესი განიცადეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან, ინგლისელი შემტევის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო გადაიხადონ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და შეთანხმება ახლოსაა.

თუმცა, ჯერჯერობით, მხარეებს სურვილებს შორის განსხვავება მაინც არსებობს - კერძოდ, „დორტმუნდი“ მზადაა ფეხბურთელი გაყიდოს, მაგრამ მის სანაცვლოდ 10 მილიონით მეტის, ანუ 95 მილიონი ევროს მიღება სურს.

სავარაუდოდ, მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში ისევ გაგრძელდება და მხარეებს შორის შეთანხმება უბრალოდ დროის ამბავია - სწორედ ასე, თუ წყაროს დავუჯერებთ, თვლიან „მანჩესტერის“ ოფისშიც.

„იუნაიტედი“ სანჩოს შეძენით გასულ ზაფხულსაც ინტერესდებოდა, მაგრამ „ბორუსია“ მაშინ 120 მილიონ ევროს ითხოვდა და შეთანხმება ვერ შედგა.