ავტორიზაცია

ორი ავტოგოლი, ლევანდოვსკის დუბლი, დრამატული დასასრული - ესპანეთმა 5:0 იმარჯვა, მაგრამ ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა [VIDEO]

ორი ავტოგოლი, ლევანდოვსკის დუბლი, დრამატული დასასრული - ესპანეთმა 5:0 იმარჯვა, მაგრამ ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
თარიღი 23 ივნ 2021, 21:58

ევრო 2020-ზე E ჯგუფი ძალიან სანახაობრივად დასრულდა.

ერთდროულად გამართულ მატჩებში ესპანეთმა სლოვაკეთი 5:0 გაანადგურა, შვედეთმა კი პოლონეთს 3:2 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 

პოლონეთის მხრიდან დუბლით გამოირჩა რობერტ ლევანდოვსკი, რომლის ორი გოლიც გუნდს მოსაგებად არ ეყო და პოლონელები ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ.

რაც შეეხება სლოვაკეთი - ესპანეთის მატჩს, ამ შეხვედრაში ორი ავტოგოლი ვიხილეთ, მათ შორის ერთი - ძალიან კურიოზული.

სლოვაკეთი 0-5 ესპანეთი

გოლები: დუბრავკას ავტოგოლი (30’), ლაპორტი (45+3), სარაბია (56’), ფერან ტორესი (67’), კუცკას ავტოგოლი (71’).

შვედეთი 3-2 პოლონეთი 

გოლები: 1-0 ფორსბერგი (2’), 2-0 ფორსბერგი (59’), 2-1 ლევანდოვსკი (61’), 2-2 ლევანდოვსკი (84’), 3-2 კლაესონი (90+4’).

ამრიგად, ჯგუფში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

1. შვედეთი - 7 ქ.
2. ესპანეთი - 5 ქ.
3. სლოვაკეთი - 3 ქ.
4. პოლონეთი - 1 ქ.