ავტორიზაცია

VIDEO: ულამაზესი გასროლა და ფატალური კონტრ-შეტევა ბოლო წუთებზე - დრამატული მატჩი საბურთალოსა და ლოკოს შორის

თარიღი 23 ივნ 2021, 22:34

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-19 ტურში შედგა თბილისური დერბი "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს" შორის, რომელიც "რკინიგზელების" გამარჯვებით დასრულდა (1:2).

ანგარიში გახსნეს სტუმრებმა, გიორგი გოჩოლეიშვილის გოლით პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე, მეორე ნახევრის სტარტზევე კი მაყურებელმა იხილა იური ტაბატაძე ულამაზესი გასროლა და 1:1.

წერტილი დასვა რატი მჭედიშვილმა, რომელმაც "საბურთალოს" კარი აიღო 88-ე წუთზე, თავისი გუნდის ეფექტური კონტრ-შეტევის შედეგად.