არის რეკორდი! კრიშტიანუ რონალდუ ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირია
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ყველა დროის რეკორდი დაამყარა.
„იუვენტუსის“ შემტევმა საფრანგეთის კარში დუბლი შეასრულა და ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობა 109-მდე გაზარდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანუ ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირს, ირანელ ალი დაეის გაუთანაბრდა და ამიერიდან, ამ საპატიო ტიტულს მასთან ერთად იყოფს.
კიდევ ერთი გოლი პორტუგალიის ნაკრებში და რონალდუ ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირი უკვე ერთპიროვნულადაც გახდება.
რონალდუს და დაეის შემდეგ, მესამე ადგილს მალაისიელი მოჰტარ დაჰარი იკავებს (89) მეოთხეს ფერენც პუშკაში (უნგრეთი, 84), მეხუთეს კი ჩოდრი ჩიტალუ (ზამბია, 79).
მოქმედი ფეხბურთელებიდან რონალდუს უახლოესი მდევარი ლიონელ მესია, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 73 გოლი აქვს გატანილი.