ქვედა ბადეს გაუმართლა? ცნობილია ევრო 2020-ს პოტენციური მეოთხედფინალური და ნახევარფინალური წყვილებიც

მერვედფინალური წყვილების გარდა, ცნობილი გახდა ევრო 2020-ს შემდგომი ბადეც.
ანუ, უკვე ცნობილია, პოტენციურად ვინ ვის შეხვდება მეოთხედფინალში, შემდეგ ნახევარფინალში და ბუნებრივია, ფინალშიც.
ამრიგად, ზედა ცხრილი ასე გამოიყურება:
საფრანგეთი/შვეიცარია - ხორვატია/ესპანეთი
ბელგია/პორტუგალია - იტალია/ავსტრია
ქვედა ცხრილი კი ასე გადანაწილდა:
შვედეთი/უკრაინა - ინგლისი/გერმანია
ჰოლანდია/ჩეხეთი - უელსი/დანია
პოტენციური ნახევარფინალური წყვილებიც ასე გამოიყურება:
საფრანგეთი/შვეიცარია/ხორვატია/ესპანეთი - ბელგია/პორტუგალია/იტალია/ავსტრია
შვედეთი/უკრაინა/ინგლისი/გერმანია - ჰოლანდია/ჩეხეთი/უელსი/დანია.