ავტორიზაცია

ფოტო: ევრო 2020-ის მატჩის დაწყებამდე, შესნი სიგარეტს ეწევა

ფოტო: ევრო 2020-ის მატჩის დაწყებამდე, შესნი სიგარეტს ეწევა
თარიღი 24 ივნ 2021, 12:51

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე, ვოიცეხ შესნი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი შეხვედრის დაწყებამდე, სიგარეტით დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ფოტო გადაღებულია არა შვედეთთან მატჩამდე, არამედ ესპანეთთან თამაშის დაწყებამდე, თუმცა "თეთრ-წითლების" რიგებში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

დიახ, ცნობილი ფაქტია, რომ სლავების სამწვრთნელო შტაბი თავისი გუნდის გოლკიპერს სიგარეტის მოწევას არ უკრძალავს.

შეგახსენებთ, რომ ტურინის იუვენტუსის" კარის დარაჯი 2015 წელს ლონდონის "არსენალში" თამაშისას სწორედ თამბაქოს მოხმარების გამო დაჯარიმდა.