ავტორიზაცია

"რეალში ვბრუნდები!", - ოდეგორი

"რეალში ვბრუნდები!", - ოდეგორი
თარიღი 24 ივნ 2021, 13:13

ლონდონის "არსენალში" განათხოვრების წესით მოთამაშე მარტინ ოდეგორმა განაცხადა, რომ ის მადრიდის "რეალში" ბრუნდება:

"მე ვარ რეალის ფეხბურთელი და დაახლოებით კვირა-ნახევარში სწორედ ამ კლუბში დავბრუნდები. მადრიდში წინასასეზონო შეკრებას გავივლი.

ჩემი მიზანია სწორედ ამ გუნდში დარჩენა და თავის დამკვიდრება, იმედი მაქვს, ჩემი და მწვრთნელის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა.

ანჩელოტისთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა მის შესახებ ძალიან ბევრი დადებითის თქმა შემიძლია", - განაცხადა ნორვეგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, "სამეფო კლუბის" საკუთრებაში მყოფმა ფლეიმეიქერმა "მეთოფეებში" მოასწრო 20 შეხვედრის ჩატარება და ორი გოლის გატანა.

რაც შეეხება "ბლანკოსს", 22-წლის გამთამაშებლის ანგარიშზე სულ რაღაც 11 მატჩია, 0 გოლით. ვნახოთ, შეძლებს თუ არა სკანდინავიელი "ბერნაბეუზე" დამკვიდრებას ამჯერად.