ავტორიზაცია

მსურველების არ არსებობა - ბარსელონა კოუტინიოს დარჩენას ეგუება

მსურველების არ არსებობა - ბარსელონა კოუტინიოს დარჩენას ეგუება
თარიღი 24 ივნ 2021, 14:13

"ბარსელონას" შავ სიაში ფიგურირებს ფილიპე კოუტინიოს სახელი, თუმცა რეალური მსურველი მას ჯერ კიდევ არ ჰყავს.

ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდს, თუმცა ოფიციალურ წინადადებამდე საქმე არ მისულა.

ეს ყველაფერი იმი გათვალისწინებით, რომ კატალონიელებს "ლივერპულისთვის" ბონუსის სახით ჯერ კიდევ გადასახდელი აქვთ 50 მილიონი ევრო.

"ბლაუგრანას" ფლეიმეიქერის წასვლის შემთხვევაში კლუბს აღარ მოუწევდა აღნიშნული თანხის "წითლებისთვის" გადახდა, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი რთულად.

"ლურჯ-ბროწეულისფრების" მე-14 ნომრის ტრანსფერით დაინტერესებული იყო "ლესტერ სიტი", თუმცა ინგლისელები ამ გარიგებას ფინანსურად ვერ გაწვდნენ, L’Esportiu