ავტორიზაცია

4 ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა მილანმა განახორციელოს

4 ტრანსფერი, რომელიც შესაძლოა მილანმა განახორციელოს
თარიღი 24 ივნ 2021, 15:05

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "მილანის" სატრანსფერო სიაში ფიგურირებს ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი, აქედან სამი ლონდონის "ჩელსიდან" არის.

საუბარია ოლივიე ჟირუს, ჰაკიმ ზიეჩისა და ტიემუე ბაკაიოკოს შესახებ. აღნიშნული სამეულიდან "როსონერისთან" ყველაზე ახლოს ფრანგი ფორვარდია.

"შავ-წითლებს" უკვე აკავშირებთ წინასწარი ზეპირი შეთანხმება "მამლების" თავდამსხმელთან და საბოლოო სიტყვა "არისტოკრატებზეა".

რაც შეეხებათ დანარჩენებს, "ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ მაროკოელი და ფრანგი ნახევარმცველელის გადმობირება განათხოვრებით მოხდება.

მეოთხე წევრი კი დომენიკო ბერარდია, რომლის სახელს სტეფანო პიოლის გუნდის გარდა, ტურინის "იუვენტუსსა" და მეზობელ "ინტერს" უკავშირებენ.