ავტორიზაცია

რონალდუ დაეის: "მადლობა თბილი სიტყვებისთვის, კუმირო"

რონალდუ დაეის: "მადლობა თბილი სიტყვებისთვის, კუმირო"
თარიღი 24 ივნ 2021, 15:56

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ საერთაშორისო დონეზე გაიტანა 109 გოლი, რითაც ის ალი დაეის დაეწია.

ყოფილმა ირანელმა თავდამსხმელმა უკვე მიულოცა პორტუგალიელ ფორვარდს, რომლის პასუხმაც სოციალურ ქსელში არ დააყოვნა:

"ნამდვილი ჩემპიონები ჩემპიონებად სამუდამოდ რჩებიან. ვამაყობ, რომ შენგან ასეთი თბილი სიტყვები მესმის. მადლობა, კუმირო".

შეგახსენებთ, რომ პირენეელები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებენ და იმ შემთხვევაში, თუ ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი გაიტანს კიდევ ერთ გოლს, ის რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება.

აქვე დავამატებთ, რომ "წითელ-მწვანეების" შვიდიანმა ევრო 2020-ზე მოასწრო ხუთი გოლის გატანა და ის ამ დროისთვის ბომბარდირთა რბოლას ლიდერობს.