ავტორიზაცია

ოფიციალურად: უეფას ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა

ოფიციალურად: უეფას ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა
თარიღი 24 ივნ 2021, 17:31

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უეფას საკლუბო ტურნირებზე სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა.

2021-2022 წლების სეზონიდან, ფრის შემთხვევაში მატჩი დამატებით დროში გადავა და ყურადღება აღარ გამახვილდება იმაზე თუ რომელმა გუნდმა გაიტანა სტუმრად მეტი გოლი.

UEFA ამ პროექტზე გასული სეზონის განმავლობაში მუშაობდა და საბოლოოდ გადაწყვეტილებაც მიიღო.

გასულ საუკუნეში, ევრო ტურნირებზე მასპინძელსა და სტუმარ გუნდს შორის გატანილ გოლებში სხვაობა დიდი იყო, 21-ე საუკუნეში კი ეს სხვაობა შემცირდა.

სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სტუმრის გოლს უპირატესობა აღარ მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი ევრო ტურნირებზე 1965 წლიდან მოქმედებდა.

გასულ წლებში, ამ წესის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე "არსენალის" ექს-თავკაცი არსენ ვენგერი იყო, რომელიც არგუმენტირებულად მსჯელობდა. ფრანგის თქმით, "ბარსელონა" თუ სახლში 1 გოლს გაგიტანდა, შემდეგ ამ გუნდისთვის 2 გოლის გატანა უბრალოდ შეუძლებელი იყო.