ავტორიზაცია

კროოსი: "რეალი სერხიო რამოსის გარეშე ვერ წარმომიდგენია"

კროოსი: "რეალი სერხიო რამოსის გარეშე ვერ წარმომიდგენია"
თარიღი 24 ივნ 2021, 19:59

"რეალის" ნახევარმცველმ ტონი კროოსის განცხადებით, მადრიდელთა ყოფილი მცველი, სერხიო რამოსი კლუბში დაბრუნდება.

"რეალი" სერხიო რამოსის გარეშე ვერ წარმომიდგენია. შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ასეთმა ფეხბურთელმა კარიერა "რეალში" არ დაასრულა".

"დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დაბრუნდება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსით", - ციტირებს კროოსის სიტყვებს Goal.

მოგეხსენებათ, 35 წლის ესპანელი უკანახაზელი "სამეფო კლუბში" 2005 წლიდან ასპარეზობდა.

ამ ზაფხულს რამოსმა მადრიდული გრანდის რიგები თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.