ავტორიზაცია

მანჩესტერმა პოგბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - Sky Sports

მანჩესტერმა პოგბას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო - Sky Sports
თარიღი 24 ივნ 2021, 23:36

პრესაში საკმაოდ აქტიურად იწერება "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას სხვა გუნდში გადასვლის შესახებ.

Sky Sports-ის თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და "წითელი ეშმაკები" ფრანგი ფლეიმეიქერის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

ამასთან ერთად, "მანკუნიანელებს" თავიანთი გამთამაშებლის თაობაზე სხვა კლუბებიგან ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

შეგახსენებთ, 28-წლის ჰავბეკის ამჟამინდელი ხელშეკრულება "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებთან 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, წარმოშობით გვინეელი შუახაზელის სახელს ტურინის "იუვენტუსსა" და "პსჟ"-ს უკავშირებენ.