ავტორიზაცია

ტოტი: "რომაში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მოვიდა"

ტოტი: "რომაში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მოვიდა"
თარიღი 24 ივნ 2021, 23:45

"რომას" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ თავის მშობლიურ კლუბში ჟოზე მოურინიოს დანიშნვის შესახებ ისაუბრა:

"რომამ მოურინიოს სახით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი აიყვანა. მას საოცარი სამწვრთნელო კარიერა გამოუვიდა.

დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პორტუგალიელი სპეციალისტის შეგირდი, თუმცა უფრო ახალგაზრდა ასაკში და არა ახლა.

რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას, კლუბში ჩემთვის შესაფერისი თანამდებობა არ არის", - განაცხადა ყოფილმა იტალიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერის" ყოფილმა ტაქტიკოსმა "მგლებში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე პაულუ ფონსეკა შეცვალა.