ავტორიზაცია

"რატომ არ შევაჩერეთ არჩევანი რაულზე?", - პერესმა აღიარა, რის გამო ამჯობინა ახალგაზრდა ესპანელს კარლო ანჩელოტი

"რატომ არ შევაჩერეთ არჩევანი რაულზე?", - პერესმა აღიარა, რის გამო ამჯობინა ახალგაზრდა ესპანელს კარლო ანჩელოტი
თარიღი 25 ივნ 2021, 15:43

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, გულწრფელად აღიარა, თუ რატომ არ დანიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად რაულ გონსალეს ბლანკო.

მადრიდული კლუბის ექს-ფეხბურთელი ამჟამად „რეალის“ მეორე გუნდს, „რეალ მადრიდ კასტილიას“ უდგას სათავეში და ზიდანის წასვლის შემდეგ, მისი დანიშვნაც აქტიურად განიხილებოდა. თუმცა, კლუბმა არჩევანი კარლო ანჩელოტიზე შეაჩერა.

„მას აქვს ყველაფერი საიმისოდ, რომ „რეალი“ გაწვრთნას. მაგრამ, ახლა გვჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც რაულზე მეტი გამოცდილება ექნებოდა.

თუმცა, მისი ვარიანტიც გვაქვს გათვალისწინებული და დარწმუნებული ვარ, რომ რაულის დროც აუცილებლად მოვა.“ - თქვა პრეზიდენტმა El Transistor-თან ინტერვიუში.

რაულმა სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს, სწორედ „კასტილიაში“ დაიწყო და გუნდს 2020 წელს უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.