დერბის ერთი დივიზიონით დაქვეითება ემუქრება - გუნდს სავარაუდოდ უეინ რუნი დატოვებს
„დერბი ქაუნტის“ მთავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, შესაძლოა თანამდებობა უახლოეს პერიოდში დატოვოს.
Daily Mail-ის ინფორმაციით, კლუბი დამოუკიდებელმა საარბიტრაჟო კომისიამ 100 ათასი ფუნტით ფინანსური დარღვევების გამო დააჯარიმა.
იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინარული გამოძიების შედეგად, „დერბი ქაუნტი“ ჩემპიონშიპიდან ერთი დივიზიონით ქვემოთ, პირველ ლიგაში დააქვეითებენ, უეინ რუნი გუნდს დატოვებს.
ჩემპიონშიპის გასულ სეზონში „დერბიმ“ 46 მატჩში 44 ქულა დააგროვა და გადასარჩენი 21-ე პოზიცია დაიკავა. პირველ ლიგაში სეზონის შედეგად გავარდნენ „უიკომი“, „როტერჰემი“ და „შეფილდ უენსდეი“.
15 იანვრამდე რუნი „დერბიში“ დროებითი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა, თუმცა შემდეგ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა და სრულუფლებიანი მწვრთნელიც გახდა.