ავტორიზაცია

ვესტ ჰემი მზადაა უკრაინის ნაკრების ლიდერი გაყიდოს

ვესტ ჰემი მზადაა უკრაინის ნაკრების ლიდერი გაყიდოს
თარიღი 25 ივნ 2021, 16:13

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ და უკრაინი სნკარების თავდამსხმელმა, ანდრეი იარმოლენკომ, შესაძლოა გუნდი ზაფხულის სატრანფერო ფანჯრის დროს შეიცვალოს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა 31 წლის ფეხბურთელი გაასხვისოს. მის გარდა, „ჩაქუჩები“ ფილიპე ანდერსონის თაობაზეც მოისმენენ შემოთავაზებებს, რომელიც იჯარით „პორტუში“ ასპარეზობს.

იარმოლენკომ კარიერა „დესნაში“ დაიწყო, საიდანაც შემდეგ კიევის „დინამოში“ გადავიდა. 2017 წელს, ფეხბურთელი დორტმუნდის „ბორუსიაში“ აღმოჩნდა, ერთი წლის შემდეგ კი - „ვესტ ჰემში“.

მიმდინარე ევრო 2020-ზე იარმოლენკომ თავი 3 მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 1/8-ფინალში უკრაინა შვედეთს დაუპირისპირდება.