ავტორიზაცია

ისევ ევროპის ჩემპიონატი, ისევ რენატო სანჩესი ბაიერნში?!

ისევ ევროპის ჩემპიონატი, ისევ რენატო სანჩესი ბაიერნში?!
თარიღი 25 ივნ 2021, 16:18

„ლილის“ ნახევარმცველი, რენატო სანჩესი, რომელიც ამჟამად ევრო 2020-ზე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად თამაშობს, შესაძლოა ბუნდესლიგაში გადავიდეს.

ჟურნალისტი რუდი გალეტი „ტვიტერში“ წერს, რომ 23 წლის ფეხბურთელის დაბრუნების სურვილს მიუნხენის „ბაიერნი“ გამოთქვამს, რომელშიც გუნდს უკვე ნათამაშები აქვს.

მიუნხენურ გრანდს რენატოს 30 მილიონად უკან დაბრუნება შეუძლია და გერმანიის მოქმედი ჩემპიონები ამ შანსის გამოყენებას აპირებენ. 

სანჩესი „ბენფიკას“ აღზრდილია, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო, „ბაიერნში“ კი 2016 წელს მოგებული ევროს შემდეგ გადავიდა, რომელზეც ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

მიუნხენურ გრანდში სანჩესმა ფეხი ვერ მოიკიდა და „სუონსიში“ იჯარით გადასვლის შემდეგ, „ლილში“ სრულფასოვნადაც დაბრუნდა.

ფრანგულ გუნდში პორტუგალიელმა სათამაშო ფორმა აღიდგინა და გასულ სეზონში გუნდთან ერთად ფრანგული ლიგა 1-ც მოიგო, თუმცა იმას ვერ იტყვი, რომ ის ამ ჩემპიონობის მთავარი შემოქმედი იყო.