ავტორიზაცია

არსენალი ინგლისის ნაკრების მცველის 58 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა

არსენალი ინგლისის ნაკრების მცველის 58 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
თარიღი 25 ივნ 2021, 16:39

ლონდონის „არსენალი“ „ბრაიტონის“ ცენტრალური მცველის, ბენ უაითის შეძენასთან ახლოსაა.

Goal.con-ის ინფორმაციით, „მეთოფეებმა“ „ბრაიტონს“ თავდაპირველად 46.6 მილიონი შესთავაზეს, თუმცა კლუბმა ეს შემოთავაზება დაუყონებლივ უარყო.

„ბრაიტონს“, თავისი დაცვის ბურჯის სანაცვლოდ, 58 მილიონი ევროს მიღება სურს და ნელ-ნელა, მხარეები შეთანხმებას უახლოვდებიან.

ამჟამად, მხარეები გარიგების სტრუქტურას განიხილავენ, რადგან „არსენალს“ სრული თანხის ერთი გადახდით გადახდა არ სურს და მისი ნაწილ-ნაწილ დაფარვა ურჩევნია. 

გასულ სეზონში, უაითმა „ბრაიტონის“ მაისურით 39 მატჩში ითამაშა და კარის მშრალად შენახვა გუნდმა 12-ჯერ მოახერხა. ამა წლის ივნისში, მცველს ინგლისის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი და ის ევრო 2020-ზეც გაემგზავრა.