პსჟ-ს ნახევარმცველმა მბაპე რონალდუს, მესის და ნეიმარს შეადარა
„პსჟ-ს“ არგენტინელმა ნახევარმცველმა, ლეანდრო პერედესმა, კილიან მბაპე კრიშტიანუ რონალდუს, ლეო მესის და ნეიმარს შეადარა.
„მბაპე უფრო რონალდუს ჰგავს, ის ათლეტურია და წარმოუდგენელი ფიზიკური შესაძლებლობები აქვს.
ვფიქრობ, მესი და ნეიმარი თავისებურად ნიჭიერები არიან, მაგრამ კრიშტიანუ და კილიანი - ფიზიკურად უძლიერესები არიან და უმაღლესი საფეხბურთო თვისებები აქვთ.“ - ციტირებს პარედესის სიტყვებს Ole.
მბაპე „პსჟ-ში“ 2018 წლიდან ასპარეზობს, სადაც „მონაკოდან“ გადავიდა. მისი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება და პრესა მას აქტიურად უკავშირებს მადრიდის „რეალში“ გადასვლას.
იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი „პსჟ-სთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ის მომავალ ზაფხულს გუნდს სრულიად უფასოდ დატოვებს.