პსჟ-ს ექს-ფეხბურთელი: "მბაპე საფრანგეთის ნაკრებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს"
„პსჟ-ს“ ექს-ნახევარმცველმა, ჟერომ როტენმა, საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი, კილიან მბაპე გააკრიტიკა.
„მბაპე არის გუნდის ლიდერი, მაგრამ მისი კონფლიქტები მოედნის ფარგლებს გარეთ ძალიან გამაღიზიანებელია.
ვფიქრობ, დიდიე დეშამი ამას ვეღარ უმკლავდება და ეს ძალიან ცუდია. მაკვირვებს, რომ მან მბაპეს ამდენის ჩადენის უფლება მისცა, რაც საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა. კილიანის ეგო არის უსაზღვრო, რაც საფრანგეთის ნაკრებისთვის პრობლემაა.
მბაპესგან უფრო მეტს ველით. ყველა ფიქრობს, რომ ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ როცა მას უდიდესი კონკურენციის პირობებში უწევს ყოფნა, მაქსიმუმი, რასაც აკეთებს - ბენზემას აძლევს ბურთს ან იგებს ორთაბრძოლას, რომელსაც შემდეგ გრიზმანის გოლი მოყვება, საფრანგეთის ნაკრებს კი უნგრეთთან ფრის მოპოვებაში დაეხმარება.“ - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC.
ცნობისთვის, ევრო 2020-ს დაწყების წინ, მბაპეს კონფლიქტი ოლივიე ჟირუსთან მოუვიდა, როცა ამ უკანასკნელმა დასძინა, რომ ზოგი თანაგუნდელი მას პასებს არ უკეთებს. მბაპემ ეს საკუთარ თავზე მიიღო.