უელსი განადგურებულია - დანია შემდეგ ეტაპზე დამაჯერებლად მიდის და ჰოლანდია - ჩეხეთის გამარჯვებულს ელოდება [VIDEO]
ევრო 2020-ს პირველ მერვედფინალში დანიამ უელსი 4:0 გაანადგურა.
მატჩში ანგარიში კასპერ დოლბერგმა 27-ე წუთზე გახსნა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. თუმცა, ერთი გოლით დოლბერგი არ დაკმაყოფილდა და მეორე ნახევრის სტარტზევე დუბლი მიითვალა, რითაც ბრიტანელებს იმედი პრაქტიკულად გადაუწურა.
მესამე გოლი მაეჰლემ, 88-ე წუთზე დასვა და დანიას მერვედფინალური საგზური ოფიციალურად გაუნაღდა. 90-ე წუთზე უხეში თამაშის გამო უილსონი მოედნიდან გააძევეს და უელსმა მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა.
მატჩში წერტილი კი „ბარსელონას“ ფორვარდმა, მარტინ ბრეიტვეიტმა, 90+4 წუთზე დასვა. მისი გოლი რამდენიმე წუთის მანძილზე ვიდეორეფერის მეშვეობით მოწმდებოდა, მაგრამ გოლი ჩაითვალა.
ამრიგად, უელსმა წინა ევროს ნახევარფინალური შედეგის გამეორება ვერ მოახერხა, დანია კი შემდეგ ეტაპზეა, სადაც ჰოლანდია - ჩეხეთის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.