ავტორიზაცია

8 მილიონი ევრო წელიწადში - აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი ახალ გუნდში მალე დადასტურდება

8 მილიონი ევრო წელიწადში - აშრაფ ჰაკიმის ტრანსფერი ახალ გუნდში მალე დადასტურდება
თარიღი 26 Jun 2021, 22:23

„პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერის“ მცველის, აშრაფ ჰაკიმის შეძენასთან ახლოსაა.

ინფორმაციას „ტვიტერში“ იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება.

ფეხბურთელმა პარიზელებთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა - „პსჟ-ში“ მაროკოელი მცველი წლიურად 8 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 2 მილიონის გამომუშავება კი ბონუსებით შეეძლება.

მაროკოელი „პსჟ-სთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, მისი კონტრაქტი გუნდს 70 მილიონი ევრო დაუჯდება.

ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰაკიმიზე პრეტენზიას ლონდონის „ჩელსი“ აცხადებდა, რომელიც „ინტერს“ ფულს + ფეხბურთელებს სთავაზობდა. თუმცა, იტალიურ გუნდს პირდაპირ ფულის მიღება ერჩივნა და ამიტომ, უპირატესობა „პსჟ-ს“ შემოთავაზებას მიანიჭა.