[VIDEO] პაპუნაშვილის გოლი, ინჯგიას გასროლა და წარმატებული დებიუტი კვიპროსში
კვიპროსის ჩემპიონატში მონაწილე გუნდებმა შეკრება დაიწყეს და წინასასეზონო მატჩებს ატარებენ.
დღეს, "აპოლონი" "ომონიას" დაუპირისპირდა და უხვგოლიან მატჩში 3:4 დამარცხდა.
პირველი ტაიმი "აპოლონმა" 3:1 წააგო, მეორე ნახევარში კი საქმეში ქართველები ჩაერთვნენ.
მე-60 წუთზე გოლი გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა, 75-ე წუთზე კი თავი ახალგაზრდა რევაზ ინჯგიამ გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, ინჯგია გუნდს ახლახანს შეუერთდა და თავისი პირველი გოლიც გაიტანა