უძლიერესი მეტოქის მოლოდინში — ვის დაუპირისპირდება იტალია ევრო 2020-ის 1/4 ფინალში?
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის ეგიდით, იტალიის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, თუმცა დამატებით 30 წუთში "სკუადრა აძურამ" მეტოქე გატეხა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
იტალიელთა მხრიდან გოლები ფედერიკო კიეზამ და მატეო პესინამ გაიტანეს, ავსტრიელთა მხრიდან კი ერთი ბურთი საშა კალაიჯიჩმა გაქვითა.
ასე და ამგვარად, იტალია 1/4 ფინალში ბელგია - პორტუგალიის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ბელგიელთა და პორტუგალიელთა მატჩი 27 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.