ეტო'ომ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მესის და რონალდუს შემდეგ, ფეხბურთის "ახალი ღმერთი" იქნება
„ბარსელონას“ ექს-ფორვარდმა, სამუელ ეტო’ომ, დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ფეხბურთის „ახალი ღმერთი“ გახდება.
„კრიშტიანუ - კიდევ ერთი ღმერთია. ის და მესი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამინდელ ფეხბურთში უმაღლეს შეფასებას იმსახურებენ.
თუმცა, შემდეგ მოვა „სხვა ღმერთი“, როცა მესი და კრიშტიანუ ამ სიხარულს ვეღარ მოგვანიჭებენ. ეს „ახალი ღმერთი“ იქნება კილიან მბაპე.“ - ციტირებს ეტო’ოს სიტყვებს La Nacion.
„მესის კონტრაქტის სიტუაცია? ლეო სხვა გუნდის ფორმით ვერ წარმომედგინა. ეს არის მისი კლუბი, მისი სახლი, მისი სიყვარული არამგონია, მისი დარჩენის საკითხი ფულს უკავშირდებოდეს, რადგან ლეო არის „ბარსელონა“ და ასევე პირიქით. ვიცი, რომ ჟოან ლაპორტა მას საიმედო და საინტერესო პროექტს უმზადებს.“ - დაამატა სამუელმა.