მარტინესი: "დე ბრუინი ყოველ სეზონში ოქროს ბურთისთვის უნდა იბრძოდეს"
ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა, კევინ დე ბრუინზე ისაუბრა.
„კევინ დე ბრუინი მსოფლიო ფეხბურთის საუკეთესო პლეიმეიკერი მგონია. მისი თამაშის წაკითხვის შესაძლებლობა, დროისა და სივრცის დაფასება არის უნიკალური.
ვფიქრობ, კევინი ყოველ სეზონში უნდა იყოს „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს ESPN.
ევრო 2020-ს მატჩი ბელგია - პორტუგალია დღეს, 27 ივნისს, სევილიაში სტადიონ „ლა კარტუხაზე“, 23:00 საათზე გაიმართება.