ავტორიზაცია

ფოდენი: "სიმართლეს ვიტყვი, საკუთარი თავისგან ამ ევროზე გაცილებით მეტს ველოდი"

ფოდენი: "სიმართლეს ვიტყვი, საკუთარი თავისგან ამ ევროზე გაცილებით მეტს ველოდი"
თარიღი 27 ივნ 2021, 16:37

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა, გერმანიასთან მატჩის წინ, ევრო 2020-ზე საკუთარი პერფომანსი შეადარა.

„სიმართლე გითხრათ, საკუთარი თავისგან გაცილებით მეტს ველოდი, მაგრამ ზედმეტად კატეგორიული არ ვიქნები. ვერ მოვახერხე თამაშში ისე ჩაბმა, როგორც თავად ვისურვებდი.

იმედი მაქვს, მოედანზე გასვლის შანსს კიდევ მივიღებ და დავამტკიცებ, რად ვღირვარ. ვგრძნობ, რომ ამ ტურნირზე გაცილებით მეტის ჩვენება შემეძლო. ისე, როგორც კლუბში, სადაც ბევრი გოლი გავიტანე.

მაქვს იმედი, რომ გერმანიასთან მატჩში თავის წარმოჩენას მოვახერხებთ. ისეთი შემტევებით, როგორიც ჩვენ გვყავს, ნებისმიერისთვის შეგვიძლია პრობლემების შექმნა. იმედი მაქვს, მოვახერხებთ.

როცა ჩვენი დღეა, არცერთ გუნდს არ ჩამოვრჩებით. გუნდი ახალგაზრდაა, მაგრამ ყველას უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს.“ - ციტირებს ფოდენის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

1/8-ფინალური მატჩი ინგლისი - გერმანია 29 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება.