პსჟ-ს ედუარდო კამავინგასთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „რენის“ ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა, ერთ-ერთ მთავარ სატრანსფერო სამიზნედ აქცია.
RMC Sport-ის ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელისადმი ინტერესი ოფიციალურად გამოთქვა და კამავინგას აგენტებთან მოლაპარაკებები წამოიწყო. წყაროს ცნობით, შემდეგ კვირას დათქმულია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც „იუნაიტედის“ წარმომადგენლები ფეხბურთელისას გაესაუბრებიან.
„ემიუს“ ბოსები ცდილობენ 18 წლის ფეხბურთელი მათთან გადმოსვლაზე დაიყოლიონ, მაშინ როდესაც კამავინგას პრიორიტეტი „პსჟ-ში“ გადასვლაა.
ფეხბურთელი თავდაპირველად წარმატების მიღწევას საფრანგეთში გეგმავს და მხოლოდ ამის შემდეგ სურს კარიერის საზღვარგარეთ მიღწევა. თუმცა, „იუნაიტედი“ იმედს არ კარგავს, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
კამავინგას „რენთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, რაც მის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს ამარტივებს.