ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონას მცველი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ოფიციალურად: ბარსელონას მცველი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
თარიღი 27 ივნ 2021, 17:54

„ბარსელონას“ მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, კარიერას ფრანგულ „ნიცაში“ გააგრძელებს.

ტოდიბო ამ გუნდში იჯარით გასულ სეზონში ასპარეზობდა, ახლა კი „ნიცამ“ ის 8.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

კიდევ 7 მილიონი ევროს მიღება კატალონიელებს ბონუსების სახით შეუძლიათ. გარდა ამისა, „ბარსელონას“ მისი შემდგომი გაყიდვიდან პროცენტიც ეკუთვნის.

ჟან-კლერ ტოდიბო „ბარსელონაში" 2019 წელს, „ბორდოდან" გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო და ძირითადად იჯარით სხვა კლუბებში ასპარეზობდა - მან ძალების მოსინჯვა „ნიცამდე" „შალკეში" და „ბენფიკაშიც" მოასწრო.