ავტორიზაცია

ევრო 2020-ზე პირველი 1/4-ფინალური წყვილი უკვე ცნობილია

ევრო 2020-ზე პირველი 1/4-ფინალური წყვილი უკვე ცნობილია
თარიღი 27 ივნ 2021, 21:59

ევრო 2020-ზე პირველი და თანაც სენსაციური მეოთხედფინალური წყვილი ცნობილია.

გუშინ, დანიამ უელსი გაანადგურა (4:0) და ¼-ფინალში გავიდა, დღეს კი ჩეხეთმა სენსაციურად გაიარეს ჰოლანდიის ნაკრების ბარიერი და ასევე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

ამრიგად, ¼-ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს: დანია - ჩეხეთი.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 ნახევარფინალისტი გუნდიდან 1 სენსაცია ნამდვილად გვეყოლება, რადგან ამ სტადიამდე ან დანია მოახერხებს მისვლას, ან ჩეხეთი.

რაც შეეხება კიდევ ერთ მეოთხედფინალისტს, იტალიის ნაკრებს - სკუადრა აძურა ბელგია - პორტუგალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.