ავტორიზაცია

"იმის გამო დავმარცხდით, რაც გავაკეთე", - დე ლიგტი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

"იმის გამო დავმარცხდით, რაც გავაკეთე", - დე ლიგტი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ
თარიღი 28 Jun 2021, 00:14

ჰოლანდიის ნაკრების მცველმა, მატეის დე ლიგტმა ევრო 2020-ის 1/8 ფინალში ჩეხეთთან (0:2) მარცხზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 21 წლის უკანახაზელი აღნიშნული დაპირისპირების 55-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს მოედნიდან.

"რა თქმა უნდა, ეს საშინელებაა. იმის გამო წავაკეთ, რაც გავაკეთე. უკან ყურებისას. ბურთი ასე არ უნდა გადამხტომოდა".

"მეჩვენებოდა, რომ თამაში ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო. რამდენიმე მომენტი გვქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. არ მქონია იმის განცდა, ვითომდა მეტოქემ ბევრი სახიფათო სიტუაცია შექმნა. მაგრამ წითელმა ბარათმა, რა თქმა უნდა, იმოქმედა", - ციტირებს დე ლიგტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.